https://sputnik-georgia.com/20250908/ramdeni-xorci-awarmoes-saqartveloshi-294820932.html
რამდენი ხორცი აწარმოეს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი ხორცი აწარმოეს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 31,8% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T10:56+0400
2025-09-08T10:56+0400
2025-09-08T10:56+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22819/19/228191936_0:10:3076:1740_1920x0_80_0_0_5f496a30981063ee8f107b09568dd8f2.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სასაკლაოებმა 2025 წლის მეორე კვარტალში 15,5 ათასი ტონა ხორცი (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) აწარმოეს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების კვლევის შედეგებში.წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 31,8% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის, 32,4% – ფრინველზე, 34,9% – ღორის ხორცზე, 0,9% – ცხვრისა და თხის ხორცზე.სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მოქმედებდა 116 სასაკლაო.კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სასაკლაოებში დაიკლა 124,8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34,3% იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 59% – ღორი, ხოლო 4,7% – ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1,9%-ს შეადგენს.გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3,1 მილიონი ფრთა იყო.სასაკლაოები აპრილ-ივნისში მოემსახურნენ 9,6 ათას ადამიანს, საიდანაც 44,7% იყო საოჯახო მეურნეობების სახით წარმოდგენილი. სასაკლაოებში საშუალოდ თვეში 1.021 ადამიანი იყო დასაქმებული.ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40,5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13,3 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33,7 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22819/19/228191936_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_ce4c207c80a2b82d673027f821879bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი ხორცი აწარმოეს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 31,8% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სასაკლაოებმა 2025 წლის მეორე კვარტალში 15,5 ათასი ტონა ხორცი (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით) აწარმოეს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მიერ სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების კვლევის შედეგებში.
წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობიდან 31,8% მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის, 32,4% – ფრინველზე, 34,9% – ღორის ხორცზე, 0,9% – ცხვრისა და თხის ხორცზე.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში მოქმედებდა 116 სასაკლაო.
კვლევის შედეგების
თანახმად, აღნიშნულ პერიოდში სასაკლაოებში დაიკლა 124,8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34,3% იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 59% – ღორი, ხოლო 4,7% – ცხვარი და თხა. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1,9%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3,1 მილიონი ფრთა იყო.
სასაკლაოები აპრილ-ივნისში მოემსახურნენ 9,6 ათას ადამიანს, საიდანაც 44,7% იყო საოჯახო მეურნეობების სახით წარმოდგენილი. სასაკლაოებში საშუალოდ თვეში 1.021 ადამიანი იყო დასაქმებული.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40,5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13,3 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33,7 ლარი.