https://sputnik-georgia.com/20250908/ramdeni-xorbali-inaxeba-elevatorebshi-saqstatis-monacemebi-294821090.html
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდულია 65 მლნ ლარის ღირებულების 73,2 ათასი ტონა პროდუქცია 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T11:39+0400
2025-09-08T11:39+0400
2025-09-08T11:39+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:877:2018:2012_1920x0_80_0_0_9f74c29890f8765b1cc5e95a88da3b10.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 116,8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65,8%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.„საქსტატის" ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 65,6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდულია 65 მლნ ლარის ღირებულების 73,2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32,9% იყო იმპორტირებული პროდუქცია.ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78,4%.მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ელევატორი (10 ერთეული) მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 - კახეთში, 3 - შიდა ქართლსა და თბილისში, 2 - იმერეთში და ერთი გურიაში.აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 390 ადამიანით განისაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23363/90/233639017_0:534:2018:2048_1920x0_80_0_0_b23621d9a9a7d4bca1772a5194680aff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში - „საქსტატის“ მონაცემები
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდულია 65 მლნ ლარის ღირებულების 73,2 ათასი ტონა პროდუქცია
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით ელევატორებში ინახებოდა 116,8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65,8%-ს შეადგენდა ხორბალი, ნათქვამია სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითად შედეგებში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
აპრილის, მაისისა და ივნისის პერიოდში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა.
„საქსტატის" ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ელევატორებში მოთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 65,6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში ელევატორების მიერ გაყიდულია 65 მლნ ლარის ღირებულების 73,2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32,9% იყო იმპორტირებული პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78,4%.
მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ელევატორი (10 ერთეული) მუშაობდა ქვემო ქართლის რეგიონში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 4 - კახეთში, 3 - შიდა ქართლსა და თბილისში, 2 - იმერეთში და ერთი გურიაში.
აღნიშნულ პერიოდში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ერთ თვეში 390 ადამიანით განისაზღვრა.