https://sputnik-georgia.com/20250908/msoflio-chempionatis-shesarchevi-etapi-saqartvelo-jgufshi-meore-adgilzea-294832014.html
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში: საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში: საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა
Sputnik საქართველო
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T10:24+0400
2025-09-08T10:24+0400
2025-09-08T10:24+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824322_0:154:2049:1306_1920x0_80_0_0_249549894b7c2be68480c4b556d8bf97.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 0:6 დამარცხდა.გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა გამართა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრა „დინამო არენაზე" ჩატარდა, სადაც 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.სექტემბრის ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ესპანეთი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოსა და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით (საქართველო - 5:3, თურქეთი - 3:8) მეორე ადგილზე „ჯვაროსნები“ არიან.6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824322_50:0:1997:1460_1920x0_80_0_0_bc37f60ff82112c6d383c7faf83ae993.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ფეხბურთში: საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 0:6 დამარცხდა.
გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა გამართა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრა „დინამო არენაზე" ჩატარდა, სადაც 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
სექტემბრის ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ესპანეთი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოსა და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით (საქართველო - 5:3, თურქეთი - 3:8) მეორე ადგილზე „ჯვაროსნები“ არიან.
6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.