https://sputnik-georgia.com/20250908/lavrovma-mcdari-uwoda-dasavltis-prognozs-rusetis-ekonomikis-kraxis-shesaxeb-294842667.html
ლავროვმა რუსეთის ეკონომიკის კრახის შესახებ დასავლეთის პროგნოზს მცდარი უწოდა
ლავროვმა რუსეთის ეკონომიკის კრახის შესახებ დასავლეთის პროგნოზს მცდარი უწოდა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და რომ სანქციებმა... 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T21:45+0400
2025-09-08T21:45+0400
2025-09-08T21:45+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294311705_0:128:2935:1779_1920x0_80_0_0_d21db8ea13bff08790b070afea8333c6.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი დასავლეთში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდანვე იყო პროგნოზირებული, თუმცა ეკონომიკური სტატისტიკა ამ პროგნოზებს უარყოფს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება РИА Новости.„ეს წმინდა სტატისტიკაა, აქ განსაკუთრებული ანალიზი არ არის საჭირო. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჩვენ ეკონომიკური კოლაფსი, სრული იზოლაცია და ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობის გარიყვა გვიწინასწარმეტყველეს. დასავლური ბანკების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გახდა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აშშ-ის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ და ამავე კრიტერიუმით ევროპაში უდიდესი ეკონომიკა“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაციის შესახებ მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ეს იდეა მხოლოდ იმისთვის გამოიგონეს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას მსოფლიოში მათი სავარაუდო წამყვანი როლის საჯაროდ გამოცხადება შეძლებოდა.რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება სანქციების ზეწოლას, რომელიც დასავლეთმა რუსეთს რამდენიმე წლის წინ დაუწესა და რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მოსკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰყოფნის გამბედაობა, აღიაროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წარუმატებლობა. თავად დასავლეთის ქვეყნებში არაერთხელ გაისმა მოსაზრებები, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და რომ სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. მისი თქმით, დასავლეთის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებაა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294311705_112:0:2841:2047_1920x0_80_0_0_855e645438691bfd7c43f8ffdc5513d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ლავროვმა რუსეთის ეკონომიკის კრახის შესახებ დასავლეთის პროგნოზს მცდარი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და რომ სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი დასავლეთში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდანვე იყო პროგნოზირებული, თუმცა ეკონომიკური სტატისტიკა ამ პროგნოზებს უარყოფს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება
РИА Новости.
„ეს წმინდა სტატისტიკაა, აქ განსაკუთრებული ანალიზი არ არის საჭირო. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ჩვენ ეკონომიკური კოლაფსი, სრული იზოლაცია და ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობის გარიყვა გვიწინასწარმეტყველეს. დასავლური ბანკების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გახდა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკა აშშ-ის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ და ამავე კრიტერიუმით ევროპაში უდიდესი ეკონომიკა“, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის იზოლაციის შესახებ მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ეს იდეა მხოლოდ იმისთვის გამოიგონეს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას მსოფლიოში მათი სავარაუდო წამყვანი როლის საჯაროდ გამოცხადება შეძლებოდა.
რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება სანქციების ზეწოლას, რომელიც დასავლეთმა რუსეთს რამდენიმე წლის წინ დაუწესა და რომელიც ამ დრომდე გრძელდება. მოსკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთს არ ჰყოფნის გამბედაობა, აღიაროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წარუმატებლობა. თავად დასავლეთის ქვეყნებში არაერთხელ გაისმა მოსაზრებები, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და რომ სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. მისი თქმით, დასავლეთის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებაა.