https://sputnik-georgia.com/20250908/kavelashvilma-bulgaretis-elchi-miigo-294840805.html
მიხეილ ყაველაშვილმა ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი მიიღო
მიხეილ ყაველაშვილმა ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი მიიღო
Sputnik საქართველო
ზურაბ ხამაშურიძე საქართველოს ელჩად ბულგარეთში ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნა. 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T20:51+0400
2025-09-08T20:51+0400
2025-09-08T20:51+0400
საქართველო
ბულგარეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:491:1200:1166_1920x0_80_0_0_ca87e25c6d2c18abcbf9621e58a4e0ef.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც 2024 წლის ნოემბერში ოთარ ბერძენიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.უწყების ცნობით, ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.ზურაბ ხამაშურიძე საქართველოს ელჩად ბულგარეთში ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნა. ზურაბ ხამაშურიძე 2024 წლიდან დღემდე იკავებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას. მას საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს გახლდათ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში. ზურაბ ხამაშურიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:378:1200:1278_1920x0_80_0_0_a61c7cbfbbddf1ed15e80423337876a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბულგარეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, ბულგარეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი მიიღო
ზურაბ ხამაშურიძე საქართველოს ელჩად ბულგარეთში ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც 2024 წლის ნოემბერში ოთარ ბერძენიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
უწყების ცნობით, ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ზურაბ ხამაშურიძე საქართველოს ელჩად ბულგარეთში ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნა.
ზურაბ ხამაშურიძე 2024 წლიდან დღემდე იკავებდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას.
მას საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს გახლდათ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ასევე მუშაობდა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში.
ზურაბ ხამაშურიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.