https://sputnik-georgia.com/20250908/gvarliani-msoplioshi-kvelaze-magalanazgaurebadi-modelebis-siashia-294832186.html
მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია
მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია
Sputnik საქართველო
ონლაინ-პლატფორმა გოგონების ზუსტ შემოსავალს არ აკონკრეტებს. 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T15:27+0400
2025-09-08T15:27+0400
2025-09-08T15:27+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282538425_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_cbdc57b103698eb62c20e75197a93ab2.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია, მონაცემები მოდის ინდუსტრიის წამყვანმა ონლაინ-პლატფორმა Models.com-მა გამოაქვეყნა.გვარლიანი წლის ყველაზე მდიდარი მოდელების განახლებულ სიაში მოხვდა. ონლაინ-პლატფორმა გოგონების ზუსტ შემოსავალს არ აკონკრეტებს.მანამდე გვარლიანი გახდა პირველი ქართველი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გამოვა.გარდა ამისა, იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა. სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.გოგონას კარიერა დღითი-დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/16/282538425_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_cedf1d9ca234bb9d9565c194c62b6a78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია
ონლაინ-პლატფორმა გოგონების ზუსტ შემოსავალს არ აკონკრეტებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაშია, მონაცემები მოდის ინდუსტრიის წამყვანმა ონლაინ-პლატფორმა
Models.com-მა გამოაქვეყნა.
გვარლიანი წლის ყველაზე მდიდარი მოდელების განახლებულ სიაში მოხვდა. ონლაინ-პლატფორმა გოგონების ზუსტ შემოსავალს არ აკონკრეტებს.
„ეს მოდელები - მათი თაობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ ცნობილ კლიენტებთან, როგორებიც არიან Victoria's Secret, Zara, H&M და სხვა. ამ კატეგორიის მოდელები მუდმივად იღებენ შეთავაზებას მრავალრიცხოვან რეკლამებსა და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობაზე მოდის, სილამაზისა და ბიზნესის ინდუსტრიის კლიენტებისგან“, - წერს Models.com.
მანამდე გვარლიანი გახდა პირველი ქართველი, რომელიც Victoria's Secret-ის პოდიუმზე გამოვა.
გარდა ამისა, იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელიც MODELS.com-ის ტოპ-50 ახალგაზრდა მოდელის სიაში მოხვდა.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი-დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.