https://sputnik-georgia.com/20250908/ekonimikis-zrda-premieris-prognozi-294837817.html
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პრემიერის პროგნოზი
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პრემიერის პროგნოზი
Sputnik საქართველო
2025 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა. 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T19:38+0400
2025-09-08T19:38+0400
2025-09-08T19:38+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ პროგნოზირებულ 7,2%-ზე მეტი იქნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე, შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. კობახიძემ სარეკორდო მაჩვენებელი უწოდა ეროვნული ბანკის მიერ მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვების 1,3 მლრდ დოლარით გაზრდას. მისი თქმით, აგვისტოს გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მაჩვენებელი 1,5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელი წელი სარეკორდო მაჩვენებლით დასრულდება. 2025 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პრემიერის პროგნოზი
2025 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ პროგნოზირებულ 7,2%-ზე მეტი იქნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ივლისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7,2%-მდე შენელდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში პოტენციურ 5%-იან დონეს მიუახლოვდება.
„ეკონომიკური ზრდის კუთხით წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში, იანვარ-ივლისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ვფიქრობთ, არსებული ტემპებით შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე, შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა.
კობახიძემ სარეკორდო მაჩვენებელი უწოდა ეროვნული ბანკის მიერ მარტ-ივლისში სავალუტო რეზერვების 1,3 მლრდ დოლარით გაზრდას. მისი თქმით, აგვისტოს გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მაჩვენებელი 1,5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს და წლევანდელი წელი სარეკორდო მაჩვენებლით დასრულდება.
2025 წლის 31 აგვისტოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.