https://sputnik-georgia.com/20250908/deputati-strasburgshi-arasamtavroboebis-sarcheli-kraxistvisaa-ganwiruli-294838279.html
დეპუტატი: სტრასბურგში არასამთავრობოების სარჩელი კრახისთვისაა განწირული
დეპუტატი: სტრასბურგში არასამთავრობოების სარჩელი კრახისთვისაა განწირული
Sputnik საქართველო
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო... 08.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-08T18:14+0400
2025-09-08T18:14+0400
2025-09-08T18:14+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ქართული ოცნება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_0:254:4928:3026_1920x0_80_0_0_436093defeb774e2f0c9817b87abc1c3.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა რიგი მოქმედი კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა, მათ შეჩერებას არ ითხოვენ, რადგანაც იციან, რომ იგი სრული სამართლებრივი კრახისთვისაა განწირული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთობლივი სარჩელით მიმართეს.მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვა შეიძლება თვეები და უფრო მეტი ხნოთ გაგრძელდეს.სარჩელის ავტორების თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში სადავო დებულებები ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა". გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23654/35/236543507_278:0:4651:3280_1920x0_80_0_0_93d04c1990891243b864f4c7e536a677.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ქართული ოცნება , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები
დეპუტატი: სტრასბურგში არასამთავრობოების სარჩელი კრახისთვისაა განწირული
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა რიგი მოქმედი კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა, მათ შეჩერებას არ ითხოვენ, რადგანაც იციან, რომ იგი სრული სამართლებრივი კრახისთვისაა განწირული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთობლივი სარჩელით მიმართეს.
„მათ კარგად იციან ამ კანონის არსი, კარგად იციან სტრასბურგის სასამართლოს პროცედურები და კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში გათამაშებული დრამა სტრასბურგში გადავიდოდა, ისინი სრულ სამართლებრივ კრახს განიცდიდნენ და ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ სასამართლოს არ მიმართეს დროებითი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვა შეიძლება თვეები და უფრო მეტი ხნოთ გაგრძელდეს.
„სტრასბურგის სასამართლოს გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ ერთ ძალიან მარტივ რამეს: ქართული სასამართლოები მართლები იყვნენ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას და უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მთავრობაც მართალი იყო შესაბამისი საკანონმდებლო ან აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა მახაშვილმა.
სარჩელის ავტორების თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში სადავო დებულებები ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.
ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.