ევრობასკეტი 2025: საქართველო მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს საფრანგეთთან გამართავს.
შეხვედრა რიგაში, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის „ევრობასკეტი 2025-ის “ პლეი-ოფში გადავიდა - 4 სექტემბერს გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული გუნდი ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა. თუმცა, ნაკრები მერვედფინალში მაინც გავიდა.
საბერძნეთის ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთთან დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 90:86 მოიგო, რამაც საქართველოს ნაკრებს ისტორიაში მესამედ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა მისცა. საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში ბოსნიასთან დამარცხდა, თუმცა, ბერძნების ესპანელებთან გამარჯვების წყალობით, ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ცხრილში ესპანეთის ნაკრებს გაუსწრეს, რადგან პირად შეხვედრაში გაიმარჯვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.
C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით სპეციალური ჩარტერული რეისი დღეს 07:00 საათზე გაფრინდა - სპეციალური ჩარტერული რეისები 7 და 8 სექტემბერს მთავრობის ინიციატივით დაინიშნა.
სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენდა. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს მიეცათ, რომლებმაც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშ „ევრობასკეტი 2025"-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთები წარმოადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0