პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ გუნდურ ტურნირში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© Georgian Paralympic Committeeსაქართველოს ნაკრები პარაფარიკაობაში
საქართველოს ნაკრები პარაფარიკაობაში - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
გუნდურ ჩათვლაში ირმა ხეცირიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვიდნენ.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კორეაში საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა.
სამხრეთ კორეის ქალაქ იქსანი მსოფლიო ჩემპიონატს 30 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე პერიოდში მასპინძლობს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის გუნდი ანგარიშით 45:42 დაამარცხა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს გუნდს პირველი მედალი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ნინა თიბილაშვილმა მოუტანა - მან ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ნატალია მორკვიჩი ანგარიშით 15:7 დაამარცხა.
გუნდურ ჩათვლაში ირმა ხეცირიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვიდნენ.
საქართველოს ქალთა ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0