https://sputnik-georgia.com/20250907/saqartvelom-bulgareti-daamarcxa-294830477.html
პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: საქართველომ ბულგარეთს სძლია
პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: საქართველომ ბულგარეთს სძლია
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. 07.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-07T18:53+0400
2025-09-07T18:53+0400
2025-09-07T19:25+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_21c3092636bb57b28caf9d703c54d286.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.შეხვედრა „დინამო არენაზე" ჩატარდა - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრას ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება. ეროვნულ ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_99f05fa8c5a72436808d8b26219d3e83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე: საქართველომ ბულგარეთს სძლია
18:53 07.09.2025 (განახლებულია: 19:25 07.09.2025) საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრა „დინამო არენაზე" ჩატარდა - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მეორე გოლი ნიკა გაგნიძემ შეხვედრის 44-ე წუთზე გაიტანა, უპირატესობა სამამდე კი გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა – მან გოლი 66-ე წუთზე გაიტანა.
დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრას ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება. ეროვნულ ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.