https://sputnik-georgia.com/20250907/saqartvelo-bulgarets-daupirispirdeba-294825894.html
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში... 07.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-07T13:17+0400
2025-09-07T13:17+0400
2025-09-07T13:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824322_0:154:2049:1306_1920x0_80_0_0_249549894b7c2be68480c4b556d8bf97.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. რაც შეეხება ბულგარეთს, იგი სოფიაში ესპანეთთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.საქართველოს ნაკრებისაქართველოს ეროვნულმა გუნდმა გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თუმცა, „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულან და ახლა კიდევ ერთი ისტორიის დაწერას ცდილობენ.საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 3-5-2 სათამაშო სქემა მოძველდა და ოთხმცველიანი ტაქტიკური სქემა უკეთესია.დისკვალიფიკაციის გამო სანიოლი გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.ბულგარეთის ნაკრები ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე შვიდჯერ მიაღწია, საუკეთესო შედეგი კი 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც მეოთხე ადგილზე გავიდა.ბოლო წარმატება მათ 1998 წელს ჰქონდათ, ხოლო „ევრო 2004"-ის შემდეგ მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშიათ. ბულგარეთის მიზანია – ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა, ამიტომ თბილისური დაპირისპირება მათთვისაც გადამწყვეტია.კირილ დესპოდოვმა, რომელიც 15 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ბულგარული მედიის ცნობით, ის მოედანზე გასვლას ვერც თბილისში შეძლებს.ურთიერთშეხვედრებისაქართველოსა და ბულგარეთის გუნდები ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. საქართველომ ორჯერ გაიმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ოთხჯერ გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებს დარჩა.საქართველომ ყველაზე დიდი გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებთან 1995 წელს, „ევრო 1996"-ის შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასული ნაკრები ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვება ბულგარეთთან 2022 წელს ერთა ლიგის C დივიზიონში. რაზგრადში გამართული მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 5:2 მოიგეს. აღნიშნულ ჯგუფში წარმატებით თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გავიდა და, საბოლოოდ, „ევრო 2024"-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.მატჩის მსაჯებიმსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრას შვედი გლენ ნიუბერგი განსჯის. მისი ყველა თანაშემწეც შვედია. გვერდითი მსაჯები მაჰბოდ ბეიგი და დანიელ იუნგი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი ადამ ლადებაეკია. რადგანაც შვედეთის ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა (VAR) არ გამოიყენება, უეფამ ამ ფუნქციის შესასრულებლად ნიდერლანდელი სპეციალისტები გამოგზავნა. VAR-ზე პასუხისმგებელია პოლ ვან ბოკელი, მისი თანაშემწე კი – ერვინ ბლანკია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/07/294824322_50:0:1997:1460_1920x0_80_0_0_bc37f60ff82112c6d383c7faf83ae993.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. რაც შეეხება ბულგარეთს, იგი სოფიაში ესპანეთთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თუმცა, „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს გასულან და ახლა კიდევ ერთი ისტორიის დაწერას ცდილობენ.
საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 3-5-2 სათამაშო სქემა მოძველდა და ოთხმცველიანი ტაქტიკური სქემა უკეთესია.
დისკვალიფიკაციის გამო სანიოლი გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.
ბულგარეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე შვიდჯერ მიაღწია, საუკეთესო შედეგი კი 1994 წელს დაფიქსირდა, როდესაც მეოთხე ადგილზე გავიდა.
ბოლო წარმატება მათ 1998 წელს ჰქონდათ, ხოლო „ევრო 2004"-ის შემდეგ მნიშვნელოვანი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ უთამაშიათ. ბულგარეთის მიზანია – ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილისთვის ბრძოლა, ამიტომ თბილისური დაპირისპირება მათთვისაც გადამწყვეტია.
კირილ დესპოდოვმა, რომელიც 15 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ბულგარული მედიის ცნობით, ის მოედანზე გასვლას ვერც თბილისში შეძლებს.
საქართველოსა და ბულგარეთის გუნდები ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. საქართველომ ორჯერ გაიმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ოთხჯერ გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებს დარჩა.
საქართველომ ყველაზე დიდი გამარჯვება ბულგარეთის ნაკრებთან 1995 წელს, „ევრო 1996"-ის შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასული ნაკრები ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.
მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვება ბულგარეთთან 2022 წელს ერთა ლიგის C დივიზიონში. რაზგრადში გამართული მატჩი ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 5:2 მოიგეს. აღნიშნულ ჯგუფში წარმატებით თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გავიდა და, საბოლოოდ, „ევრო 2024"-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის შეხვედრას შვედი გლენ ნიუბერგი განსჯის. მისი ყველა თანაშემწეც შვედია. გვერდითი მსაჯები მაჰბოდ ბეიგი და დანიელ იუნგი იქნებიან, მეოთხე მსაჯი კი ადამ ლადებაეკია.
რადგანაც შვედეთის ჩემპიონატში ვიდეორეფერის სისტემა (VAR) არ გამოიყენება, უეფამ ამ ფუნქციის შესასრულებლად ნიდერლანდელი სპეციალისტები გამოგზავნა. VAR-ზე პასუხისმგებელია პოლ ვან ბოკელი, მისი თანაშემწე კი – ერვინ ბლანკია.