საქართველო-ბულგარეთი: პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა

© National football team of Georgiaსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. უპირატესობა ორამდე კი ნიკა გაგნიძემ გაზარდა – მან გოლი 44-ე წუთზე გაიტანა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს პირველ ტაიმში ანგარიშით 2:0 ამარცხებს.
საქართველოს ნაკრებიდან გოლები მატჩის 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც დღეს ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკალურით ასპარეზობს. მეორე გოლი კი ნიკა გაგნიძემ შეხვედრის 44-ე წუთზე გაიტანა.
შეხვედრა „დინამო არენაზე" ტარდება - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
დისკვალიფიკაციის გამო დღეს სანიოლი გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება.
ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0