თბილისში 6,5 ათას აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სამგორის რაიონში 6,5 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
უწყების ცნობით, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება 8 სექტემბრის 10:00 საათიდან 9 სექტემბრის 10:00 საათამდე შეუწყდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
გაზმომარაგება შეუწყდება როგორც სამგორის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 9 სექტემბრის 10:00 სთ-იდან დაიწყება და 20:00 საათამდე სრულად აღდგება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0