თბილისში, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
მომხდარი რესტორნის მეწილეებს შორის ფინანსურ დავას უკავშირდება, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი".
შემთხვევა თბილისში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
მომხდარი რესტორნის მეწილეებს შორის ფინანსურ დავას უკავშირდება, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელებს ზურაბ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის მოხდა - ბასლანძე ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0