თემურ ქეცბაია კვიპროსის „ანორთოსისში“ ბრუნდება

© photo: AFP 2020 / GEORGE MICHAELთემურ ქეცბაია
თემურ ქეცბაია - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
თემურ ქეცბაია ბერძენ სპეციალისტს ნიკოს კოსტენოღლუს შეცვლის. კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის „ანორთოსისში“ დასაბრუნებლად ემზადება“. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Sigmalive ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა კირიაკოს პრასტიტისმა და ქეცბაიამ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ანორთოსისი“ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში მეცხრე გუნდი იქნება. პირველად მან „ფამაგუსტას" გუნდში ხუთ წელზე მეტი გაატარა, შემდეგ კი ხუთი წელი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქეცბაია „ანორთოსისს“ სეზონის შუაში ჩაიბარებს“, – წერს Sigmalive.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა სპეციალისტმა მოთხოვნილ გარანტიებზე დადებითი პასუხი მიიღო და მზადაა, გუნდი მესამედ ჩაიბაროს.
თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის „ანორთოსისს“ წვრთნიდა. მან გუნდს 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, 2007 და 2021 წლებში კვიპროსის თასი, ხოლო 2007 წელს კვიპროსის სუპერთასი.
ყველა ახალი ამბავი
0