თბილისის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სამი მთავარი გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
მუნიციპალური ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებები გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ხიდებისა და ფერდობების გამაგრება, ასევე კულტურული ძეგლების აღდგენაა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას და გურამიშვილის გამზირების, ასევე თამარაშვილის ქუჩის სრულ რეკონსტრუქციას გეგმავს, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე.
მუნიციპალური ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებები გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, ხიდებისა და ფერდობების გამაგრება, ასევე კულტურული ძეგლების აღდგენაა.
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ მინდელისა და გალაკტიონის ხიდების სრულ გარემონტებას. ასევე ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის შეკეთებას. რამდენიმე წლის წინ შევაკეთეთ ხიდამდე მიმავალი ესტაკადა, რადგან ის ცუდ მდგომარეობაში იყო და ჩამონგრევის რისკი არსებობდა“, - განაცხადა ბენდელიანმა.
სარემონტო სამუშაოები ასევე შეეხება აკაკი ბელიაშვილის ქუჩას და კოჯრის გზატკეცილს, კოჯრისა და წყნეთის გარეუბნებს. გეგმაშია ასევე ვაკის რაიონში ფერდობების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, სადაც პერიოდულად მეწყერი ხდება.
ბედნელიანის თქმით, თბილისის მერია წინა წლებში აქტიურად მუშაობდა ხიდების, გვირაბების მშენებლობისა და ფერდობების გამაგრების პროექტებზე.
მერიის პროექტებში ჩაერთვებიან „თბილსერვის ჯგუფი", საბავშვო ბაღების სააგენტო და რაიონული ადმინისტრაციები.
თბილისის მთავარი გამზირის (რუსთაველის გამზირი) რემონტი 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვლევების ჩატარების საჭიროების გამო, პროცესი გაჭიანურდა.
ყველა ახალი ამბავი
0