https://sputnik-georgia.com/20250907/mcxeta-mtianetis-regionis-vice-gubernators-patimroba-sheeparda-294829806.html
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორს პატიმრობა შეეფარდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-07T19:00+0400
2025-09-07T19:00+0400
2025-09-07T19:00+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_0:167:1280:887_1920x0_80_0_0_a8653c6ec1b082666cf0d3eed96454d1.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარემ ასევე მიმართა სასამართლოს შუამდომლობით გიორგი კაპანაძე გადაყენებული იქნას თანამდებობიდან საქმის დასრულებამდე. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.დაცვის მხარე კი მოსამართლეს 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, თუმცა, აღნიშნული შეუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.კაპანაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გამოძიების მტკიცებით, კაპანაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 ათასი დოლარის გადაცემა მოითხოვა, საიდანაც ნაწილი 80 ათასი დოლარი 5 სექტემბერს აიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე 5 სექტემბერს დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068818_166:163:1228:960_1920x0_80_0_0_4a0b56cd3d5aae206a56c68dc5467ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ვიცე-გუბერნატორს პატიმრობა შეეფარდა
დანაშაული 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარემ ასევე მიმართა სასამართლოს შუამდომლობით გიორგი კაპანაძე გადაყენებული იქნას თანამდებობიდან საქმის დასრულებამდე. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაცვის მხარე კი მოსამართლეს 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, თუმცა, აღნიშნული შეუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
კაპანაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გამოძიების მტკიცებით, კაპანაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 ათასი დოლარის გადაცემა მოითხოვა, საიდანაც ნაწილი 80 ათასი დოლარი 5 სექტემბერს აიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე 5 სექტემბერს დააკავა.