საქართველოს პირველი პირები ეროვნულ ნაკრებს „ევრობასკეტის" მეოთხედფინალში გასვლას ულოცავენ

© Georgian Basketball Federationკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2025
გამოწერა
მეოთხედფინალში საქართველო ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პირები კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას ულოცავენ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია - კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისი მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში პოსტები და მისალოცი ქარდები გამოაქვეყნეს.
საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტის" მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს, სადაც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის „ევრობასკეტი 2025-ის “ პლეი-ოფში გადავიდა - 4 სექტემბერს გადამწყვეტ შეხვედრაში ეროვნული გუნდი ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა. თუმცა, ნაკრები მერვედფინალში მაინც გავიდა.
საბერძნეთის ნაკრებმა „ევრობასკეტი 2025"-ის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ესპანეთთან დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 90:86 მოიგო, რამაც საქართველოს ნაკრებს ისტორიაში მესამედ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა მისცა. საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში ბოსნიასთან დამარცხდა, თუმცა, ბერძნების ესპანელებთან გამარჯვების წყალობით, ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ცხრილში ესპანეთის ნაკრებს გაუსწრეს, რადგან პირად შეხვედრაში გაიმარჯვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს.
C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0