https://sputnik-georgia.com/20250907/bulgarettan-matchi-gunds-kvaracxelia-ukapitnebs-294829332.html
ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს
ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს
Sputnik საქართველო
შეხვედრა 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება. 07.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-07T16:12+0400
2025-09-07T16:12+0400
2025-09-07T16:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346765_0:128:1661:1063_1920x0_80_0_0_8018b14d20c2cd36bc07fd0c70b2aa25.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთთან მატჩისთვის გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.შეხვედრა 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 3-5-2 სათამაშო სქემა მოძველდა და ოთხმცველიანი ტაქტიკური სქემა უკეთესია.დისკვალიფიკაციის გამო დღეს სანიოლი გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება.ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346765_272:134:1534:1080_1920x0_80_0_0_d81520db09697b05c77b9fae80010105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბულგარეთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს
16:12 07.09.2025 (განახლებულია: 16:13 07.09.2025) შეხვედრა 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთთან მატჩისთვის გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.
შეხვედრა 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე", 17:00 საათზე დაიწყება - საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი საკუთარ მოედანზე თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.
გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
საქართველოს ნაკრებს სამი საკვანძო მოთამაშე აკლია – ლაშა დვალი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 3-5-2 სათამაშო სქემა მოძველდა და ოთხმცველიანი ტაქტიკური სქემა უკეთესია.
დისკვალიფიკაციის გამო დღეს სანიოლი გუნდთან პირდაპირ კომუნიკაციას ვერ შეძლებს და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს - თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება.
ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 სექტემბერი, საქართველო - ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.