https://sputnik-georgia.com/20250907/algtis-erovnul-parks-2-xariremi-sheemata-294818776.html
ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა
ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა
Sputnik საქართველო
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია. 07.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-07T15:39+0400
2025-09-07T15:39+0400
2025-09-07T15:39+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/14/233941411_0:53:1000:616_1920x0_80_0_0_3f1b4e74c37fd77beb6a4f61fab2f592.jpg
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კავკასიური ირმის საშენი მეურნეობა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ივლისში შეიქმნა. საშენი მეურნეობა უკვე ირმის 9 ინდივიდს აერთიანებს: 2 ხარირემსა და 7 ფურირემს. პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებით და კამერებით. ირმის საშენი მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, "სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის" ფარგლებში გაიხსნა. სამინისტროს ცნობით, სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში თანდათანობით გაუშვებენ. უწყების ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა – ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23394/14/233941411_54:0:946:669_1920x0_80_0_0_ecf6039ceea727c4d170730a6e04177f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია.
თბილისი, 6 აგვისტო - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კავკასიური ირმის საშენი მეურნეობა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ივლისში შეიქმნა. საშენი მეურნეობა უკვე ირმის 9 ინდივიდს აერთიანებს: 2 ხარირემსა და 7 ფურირემს. პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება.
„საშენის გახსნის შემდეგ შვიდმა ფურირემა ადაპტაცია მარტივად გაიარა, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის“, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მთავარმა კონსულტანტმა ზურაბ გურიელიძემ.
მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებით და კამერებით.
ირმის საშენი მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, "სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის" ფარგლებში გაიხსნა.
სამინისტროს ცნობით, სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში თანდათანობით გაუშვებენ.
უწყების ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკი ამ პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა – ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები, ეკოლოგიური დერეფნები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.