https://sputnik-georgia.com/20250906/ramden-adamians-aqvs-internetze-wvdoma-294813327.html
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92,7%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. 06.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-06T18:49+0400
2025-09-06T18:49+0400
2025-09-06T18:49+0400
საქართველო
საქსტატი
სტატისტიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ab43f83b35decfedc30f8550d6bc6cab.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 92%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 0,4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში.ქალაქებსა (0,7%-ით) და სოფლებში (0,1%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 95,2%-ს და 87,6%-ს მიაღწია.ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა თბილისში (96,9%) და აჭარაში (94,5%).კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87,9%-მა, რაც 3,2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 95,4% ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 4,3% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,4% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:„საქსტატის" ცნობით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,5%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.კვლევის თანახმად, კომპიუტერი მოსახლეობის 58,8%-ს აქვს.კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92,7%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/39/247153944_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7f8b297d2458f96fbc5124d60beec73d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, სტატისტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს ინტერნეტზე წვდომა? კვლევის შედეგები
საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92,7%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 92%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, რაც 0,4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში.
ქალაქებსა (0,7%-ით) და სოფლებში (0,1%-ით) გაიზარდა ინტერნეტზე წვდომის მქონე შინამეურნეობების წილი და შესაბამისად 95,2%-ს და 87,6%-ს მიაღწია.
ქვეყნის რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისების დაფარვის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა თბილისში (96,9%) და აჭარაში (94,5%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87,9%-მა, რაც 3,2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 95,4% ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა ინტერნეტით, 4,3% - კვირაში ერთხელ მაინც, 0,4% კი უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ სარგებლობდა ინტერნეტით.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ ინტერნეტით სარგებლობის ძირითადი მიზნები:
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 94,2%
სოციალური ქსელების გამოყენება - 96%
ინტერნეტ-ბანკინგით სარგებლობა - 55,7%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 52,1%
ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების წაკითხვა - 45,3%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 47,7%
ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 38,5%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 13,7%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 11%.
„საქსტატის" ცნობით, ბოლო სამ თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა 99,5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად.
ბოლო სამ თვეში 6 წლის და უფროსი ასაკის მომხმარებელთა მხოლოდ 49,5%-მა გამოიყენა სტაციონარული კომპიუტერები ინტერნეტში შესასვლელად.
კვლევის თანახმად, კომპიუტერი მოსახლეობის 58,8%-ს აქვს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92,7%-ს აქვს მობილური ტელეფონები, რაც 1,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.