უახლოეს პერიოდში „კონკას“ ქორწინების სახლის რეაბილიტაცია დაიწყება

© Courtesy of W-Artახალდაქორწინებული წყვილი
ახალდაქორწინებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2025
გამოწერა
იუსტიციის სახლი მომხმარებელს ქორწინების რეგისტრაციის მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. უახლოეს პერიოდში ქორწინების სახლების რეაბილიტაცია დაიწყება, განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ.
ჟვანიას ინფორმაციით, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქორწინების სახლების რეაბილიტაცია. კერძოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება „კონკას“ ქორწინების სახლის რეაბილიტაცია და მას ისტორიული სახე დაუბრუნდება. ასევე განახლდება სიღნაღის ქორწინების სახლი, თელავში კი ახალი ქორწინების სახლი გაიხსნება.
ამასთან, მცხეთასა და ახმეტაში სრულდება საამშენებლო პროცესი და აღნიშნულ ქალაქებს ქორწინების რიტუალისთვის ახალი სივრცე შეემატება.
იუსტიციის სახლი მომხმარებელს ქორწინების რეგისტრაციის მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს იუსტიციის სახლის შენობის გარეთაც, წინასწარ შერჩეულ ადგილზე.
ყველა ახალი ამბავი
0