https://sputnik-georgia.com/20250906/kaxetshi-12000-tona-kurzenia-gadamushavebuli-294816623.html
„რთველი 2025": კახეთში 12 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
„რთველი 2025": კახეთში 12 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
Sputnik საქართველო
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია. 06.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-06T18:08+0400
2025-09-06T18:08+0400
2025-09-06T18:08+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
რთველი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ავრცელებს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება. საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან. რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის „ცხელი ხაზზე" – 0322 193 283. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, რთველი , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, რთველი , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
„რთველი 2025": კახეთში 12 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. 6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ავრცელებს.
ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი იქნება წარმატებული და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის „ცხელი ხაზზე" – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი, "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1 ლარი.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.