https://sputnik-georgia.com/20250905/tbc-capital-prognozi-saqartveloshi-inplaciastan-dakavshirebit-294798274.html
რა მოხდება ინფლაციასთან დაკავშირებით საქართველოში? TBC Capital-ის პროგნოზი
რა მოხდება ინფლაციასთან დაკავშირებით საქართველოში? TBC Capital-ის პროგნოზი
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს ზრდას, თუმცა 2025 წლის ბოლოსთვის ოდნავ შემცირდება და 4,5%-ს მიაღწევს... 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T11:21+0400
2025-09-05T11:21+0400
2025-09-05T11:21+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273248412_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_4a4d3f30915546ede0fc23c6a7a7b2b9.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს ზრდას, თუმცა 2025 წლის ბოლოსთვის ოდნავ შემცირდება და 4,5%-ს მიაღწევს, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ინფლაცია საქართველოში, წინა თვეების მსგავსად, კვლავაც აგრძელებს ზრდას, რაც მათ მოლოდინებს შეესაბამება. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის აგვისტო 2024 წლის აგვისტოსთან) 4,6% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%). წინა თვეში კი წლიური ინფლაციის (2025 წლის ივლისი 2024 წლის ივლისთან) მაჩვენებელი 4,3% იყო.ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10%), ჯანდაცვაზე (9,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6,8%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,7%), განათლებაზე (4,6%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273248412_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_31fe128ab5decdf0d6e6b6c4641ca32c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაცია მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს ზრდას, თუმცა 2025 წლის ბოლოსთვის ოდნავ შემცირდება და 4,5%-ს მიაღწევს, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ინფლაცია საქართველოში, წინა თვეების მსგავსად, კვლავაც აგრძელებს ზრდას, რაც მათ მოლოდინებს შეესაბამება. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის აგვისტო 2024 წლის აგვისტოსთან) 4,6% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%). წინა თვეში კი წლიური ინფლაციის (2025 წლის ივლისი 2024 წლის ივლისთან) მაჩვენებელი 4,3% იყო.
„TBC Capital-ის პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს ზრდას და წლის ბოლოსთვის, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ოდნავ შენელდება და დაახლოებით 4,5%-ს შეადგენს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (10%), ჯანდაცვაზე (9,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (6,8%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,7%), განათლებაზე (4,6%).