https://sputnik-georgia.com/20250905/sanioli-bulgfarettan-matchs-tribunidan-miadevnebs-tvals-294798420.html
ვილი სანიოლი დისკვალიფიკაციის გამო ბულგარეთთან მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს
ვილი სანიოლი დისკვალიფიკაციის გამო ბულგარეთთან მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს
Sputnik საქართველო
4 სექტემბერს თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T10:29+0400
2025-09-05T10:29+0400
2025-09-05T10:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288497273_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_aade15e34b2f88e72449330549b7418c.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთთან მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.შეხვედრა 7 სექტემბერს „დინამო არენაზე", 17:00 საათზე გაიმართება. 4 სექტემბერს თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით - 2:3 დასრულდა.საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება.ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288497273_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_0a614877d012551a86c9ade2a12b9a1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ვილი სანიოლი დისკვალიფიკაციის გამო ბულგარეთთან მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებს
4 სექტემბერს თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთთან მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.
შეხვედრა 7 სექტემბერს „დინამო არენაზე", 17:00 საათზე გაიმართება.
4 სექტემბერს თურქეთთან მატჩის დროს ფრანგ სპეციალისტს იტალიელმა მსაჯმა დავიდე მასამ წითელი ბარათი აჩვენა – შედეგად, სანიოლი ერთ თამაშს გამოტოვებს. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრების მარცხით - 2:3 დასრულდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს უპირისპირდება.
ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 სექტემბერი, საქართველო - ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.