https://sputnik-georgia.com/20250905/putinma-rusetis-sagareo-politikas-prognozirebadi-uwoda-294806976.html
პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკას პროგნოზირებადი უწოდა
პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკას პროგნოზირებადი უწოდა
Sputnik საქართველო
როგორც პუტინმა აღნიშნა, თანამედროვე სამყარო მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T19:39+0400
2025-09-05T19:39+0400
2025-09-05T19:39+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294805293_0:0:3203:1802_1920x0_80_0_0_2c4a05e4ac41ea818919ecccef90deaa.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. რუსეთი არავისგან იზოლირებული არ არის, ქვეყანა თანამშრომლობისთვის ღიაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.მოდერატორის, ტელეწამყვან მარია რიბაკოვას კითხვაზე, მეზობელ ჩინეთთან და ინდოეთთან - დრაკონთან და სპილოსთან - ალიანსში რა როლს ასრულებს რუსეთი, რომელიც დათვის სიმბოლოა, პუტინმა უპასუხა: „დათვი დათვია“.„რუსეთის ორთავიანი არწივი არა მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ, არამედ სამხრეთისკენაც იყურება... ეს არ არის სადმე შემობრუნება, არამედ ობიექტური რეაქციაა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მათთან თანამშრომლობაზე, ვისაც სურს“, - განაცხადა მან.როგორც პუტინმა განაცხადა, თანამედროვე სამყარო ძალიან ურთიერთდაკავშირებულია. რთულია და მავნებელია საკუთარ „ეროვნულ ნაჭუჭში“ ჩაკეტვა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სტაბილურ და პროგნოზირებად საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი თქმით, დასავლური კომპანიების წასვლა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ შეზღუდვებთან და არა ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის სურვილთან.რიგით მეათე აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში იმართება. წელს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემაა „შორეული აღმოსავლეთი - თანამშრომლობა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“. ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია РИА Новости.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294805293_472:0:3203:2048_1920x0_80_0_0_f16891163d5c3c12898ab43ef4316706.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
პუტინმა რუსეთის საგარეო პოლიტიკას პროგნოზირებადი უწოდა
როგორც პუტინმა აღნიშნა, თანამედროვე სამყარო მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. რუსეთი არავისგან იზოლირებული არ არის, ქვეყანა თანამშრომლობისთვის ღიაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
„ჩვენ არავისგან ვიფარგლებით და ვფიქრობთ - ამ ოთახში მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, თუ არა ყველა, დამეთანხმება - რომ ასეთი გახსნილობა სასარგებლოა ყველასთვის, ვინც ასეთ თვალსაზრისსა და პოლიტიკას იცავს“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
მოდერატორის, ტელეწამყვან მარია რიბაკოვას კითხვაზე, მეზობელ ჩინეთთან და ინდოეთთან - დრაკონთან და სპილოსთან - ალიანსში რა როლს ასრულებს რუსეთი, რომელიც დათვის სიმბოლოა, პუტინმა უპასუხა: „დათვი დათვია“.
„რუსეთის ორთავიანი არწივი არა მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთისკენ, არამედ სამხრეთისკენაც იყურება... ეს არ არის სადმე შემობრუნება, არამედ ობიექტური რეაქციაა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მათთან თანამშრომლობაზე, ვისაც სურს“, - განაცხადა მან.
როგორც პუტინმა განაცხადა, თანამედროვე სამყარო ძალიან ურთიერთდაკავშირებულია. რთულია და მავნებელია საკუთარ „ეროვნულ ნაჭუჭში“ ჩაკეტვა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სტაბილურ და პროგნოზირებად საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი თქმით, დასავლური კომპანიების წასვლა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ შეზღუდვებთან და არა ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის სურვილთან.
„ბევრი მოუთმენლად ელის ყველა პოლიტიკური შეზღუდვის მოხსნას და კვლავ დაბრუნებას. ჩვენ არავის ვაქცევთ ზურგს, არავინ გაგვაძევებია. ვისაც სურს, ყოველთვის შეუძლია დაბრუნება“, - განაცხადა პუტინმა.
რიგით მეათე აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში იმართება. წელს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემაა „შორეული აღმოსავლეთი - თანამშრომლობა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“. ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია РИА Новости.