https://sputnik-georgia.com/20250905/mtavroba-evrobasketze-dasaswrebad-reisebs-daasubsidirebs-294800100.html
„ევრობასკეტის“ მერვედფინალზე დასასწრებად მთავრობა ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს
„ევრობასკეტის“ მერვედფინალზე დასასწრებად მთავრობა ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს
Sputnik საქართველო
ეროვნული ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T14:00+0400
2025-09-05T14:00+0400
2025-09-05T14:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ae3330ed334625f6ca86d12673a45eb4.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „ევრობასკეტის“ მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით „ევრობასკეტის" პლეი-ოფში გადავიდა და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. ჩარტერული რეისი: სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ. 4 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა. თუმცა, ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი ჰქონდა. ამისთვის აუცილებელი იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს ესპანეთი დაემარცხებინა, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებდნენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავიდოდა, ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებოდნენ. ასეც მოხდა, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა ესპანეთს ანგარიშით 90:86 სძლიეს და საქართველოს ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მეორე ეტაპზე. C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e91e1a8101517cdcfd71779f716aa39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევრობასკეტის“ მერვედფინალზე დასასწრებად მთავრობა ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს
ეროვნული ნაკრები მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა „ევრობასკეტის“ მერვედფინალზე დასასწრებად გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 2 გამარჯვებით „ევრობასკეტის" პლეი-ოფში გადავიდა და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება. მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.
თბილისი-რიგა - 7 სექტემბერი, 07: 00 – 10:25
რიგა-თბილისი - 8 სექტემბერი, 19:00 – 00:30.
სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.
4 სექტემბერს ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა. თუმცა, ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი ჰქონდა.
ამისთვის აუცილებელი იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს ესპანეთი დაემარცხებინა, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებდნენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავიდოდა, ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებოდნენ. ასეც მოხდა, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა ესპანეთს ანგარიშით 90:86 სძლიეს და საქართველოს ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მეორე ეტაპზე.
C ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.