https://sputnik-georgia.com/20250905/gomcianma-msoplio-chempionatze-pirveli-gamarjveba-moipova-294802067.html
კრივი: არტუშ გომციანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
კრივი: არტუშ გომციანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე შვიდი სპორტსმენით ასპარეზობს. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T18:00+0400
2025-09-05T18:00+0400
2025-09-05T18:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267581979_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_cf2da78c46b9363c7dd3807dd9293d97.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს არტუშ გომციანმა (60 კგ) ლიეტუველი ედგარას სკუდელისი დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა. დღეს ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა. ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი გიორგი ჭიღლაძე (90 კგ) ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა. მსოფლიო პირველობის მეორე დღეს სამი ქართველ მოკრივე იბრძოლებს. პირველ სესიაში გიორგი ნატროშვილი (75 კგ) B რინგზე 14:00 საათზე გამოვა. მისი მეტოქე ავსტრიელი მარსელ მეინლი იქნება. დღის სესიაში A რინგზე იასპარეზებს გიორგი ყუშიტაშვილი (85 კგ) ხორვატი პეტარ ლესკურის წინააღმდეგ. საღამოს 21:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატში სახილ ალახვედროვი (50 კგ) ჩაერთვება იგი B რინგზე უელსელი სკოტ რიჩარდსს დაუპირისპირდება. ინგლისის ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი 4 სექტემბრს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობას 66 ქვეყნის 549 წარმომადგენელი იღებს. შეჯიბრება ახალი საერთაშორისო ფედერაციის WORLD BOXING-ის ეგიდით პირველად იმართება. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე შვიდი სპორტსმენით ასპარეზობს: სახილ ალახვერდოვი (50კგ), არტუშ გომციანი (60კგ), ლაშა გურული (65 კგ), ლუკა ნიქაბაძე (70კგ), გიორგი ნატროშვილი (75კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) და გიორგი ჭიღლაძე (90კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267581979_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_df1124d4e09d315bb62f9299de2e02c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კრივი: არტუშ გომციანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე შვიდი სპორტსმენით ასპარეზობს.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს არტუშ გომციანმა (60 კგ) ლიეტუველი ედგარას სკუდელისი დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა.
დღეს ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა. ტურნირზე გამომსვლელი მეორე ქართველი გიორგი ჭიღლაძე (90 კგ) ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა.
მსოფლიო პირველობის მეორე დღეს სამი ქართველ მოკრივე იბრძოლებს. პირველ სესიაში გიორგი ნატროშვილი (75 კგ) B რინგზე 14:00 საათზე გამოვა. მისი მეტოქე ავსტრიელი მარსელ მეინლი იქნება. დღის სესიაში A რინგზე იასპარეზებს გიორგი ყუშიტაშვილი (85 კგ) ხორვატი პეტარ ლესკურის წინააღმდეგ. საღამოს 21:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატში სახილ ალახვედროვი (50 კგ) ჩაერთვება იგი B რინგზე უელსელი სკოტ რიჩარდსს დაუპირისპირდება.
ინგლისის ქალაქ ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატი 4 სექტემბრს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობას 66 ქვეყნის 549 წარმომადგენელი იღებს. შეჯიბრება ახალი საერთაშორისო ფედერაციის WORLD BOXING-ის ეგიდით პირველად იმართება.
საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე შვიდი სპორტსმენით ასპარეზობს: სახილ ალახვერდოვი (50კგ), არტუშ გომციანი (60კგ), ლაშა გურული (65 კგ), ლუკა ნიქაბაძე (70კგ), გიორგი ნატროშვილი (75კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) და გიორგი ჭიღლაძე (90კგ).