პესკოვი: გლობალური სამხრეთი ძალის ერთიანმა ცენტრმა დაღალა

© photo: Sputnik / Kristina Karmilitsina / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2025
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გლობალური სამხრეთის ქვეყნები დაიღალნენ ძალის ერთიანი ცენტრისგან, რომელიც წესებს ახვევს მათ თავს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
მისი თქმით, აქედან ჩანს, „საით მიდის მსოფლიო, რომელიც იმაზეა დაფუძნებული, რომ ძალის ახალი ცენტრები აღარ უნდა წარმოიშვას“.
„არც ჩვენ და არც ჩინეთი არ უნდა ვიყოთ ძალის ცენტრები. სწორედ ეს უნდა გლობალურ სამხრეთს. ყველა დაიღალა იმისგან, რომ იყოს რაღაც ერთიანი ძალის ცენტრი, რომელიც ყველა დანარჩენს წესებს მოახვევდა თავს <...> და ყველა ამ წესებით იცხოვრებდა“, — აღნიშნა პესკოვმა.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა განმარტა, ყველას „გაეროცენტრულ“ მსოფლიოში ცხოვრება სურს, ანუ ისეთ მსოფლიოში, რომელიც ერთადერთ საერთოზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე იქნება ორიენტირებული — მისი პრინციპებითა და წესდებით, და არა ისეთში, სადაც ახალი ძალის ცენტრები თავის ნებას კარნახობენ სხვებს.
აღმოსავლეთის მეათე ეკონომიკური ფორუმი ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს იმუშავებს შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „შორეული აღმოსავლეთი — თანამშრომლობა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.
ყველა ახალი ამბავი
0