https://sputnik-georgia.com/20250905/aradeklarirebuli-oqros-shemotana-scades-294805989.html
საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს
საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 ათას ლარზე მეტი შეადგინა. 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T17:34+0400
2025-09-05T17:34+0400
2025-09-05T17:34+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი" კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 559,92 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 ათას ლარზე მეტი შეადგინა. კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი სამი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად ჯამში 30.641 ლარით დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადეს
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი" კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 559,92 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
კანონდამრღვევი ორი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი სამი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად ჯამში 30.641 ლარით დაჯარიმდა.