https://sputnik-georgia.com/20250904/susis-upross-4-axali-moadgile-hyavs-294786227.html
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს 4 ახალი მოადგილე ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს 4 ახალი მოადგილე ჰყავს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი მამუკა მდინარაძემ გუშინ დაიკავა. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T14:55+0400
2025-09-04T14:55+0400
2025-09-04T14:55+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს. გუშინ, 3 სექტემბერს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა. გუშინ, სუსის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უწყებაში თავისი გუნდით მივიდოდა, შეიცვლებოდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული ინსტიტუტების სისტემას, რომელიც უშუალოდ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას. სამსახურის საქმიანობის მიართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების უკანონო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებები. უსაფრთხოების სამსახური შედგება 17 სტრუქტურული ერთეულისგან. ესენია: ადმინისტრაცია, გენერალური ინსპექცია, ეკონომიკური, საინფორმაციო-ანალიტიკური, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის, ოპერატიული ღონისძიებებისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები; იურიდიული, ობიექტების დაცვის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფისა და კადრების მთავარი სამმართველოები; სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს 4 ახალი მოადგილე ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი მამუკა მდინარაძემ გუშინ დაიკავა.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს მამუკა მდინარაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ავრცელებს.
გუშინ, 3 სექტემბერს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.
სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნენ.
გუშინ, სუსის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უწყებაში თავისი გუნდით მივიდოდა, შეიცვლებოდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც.
„ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები ისეთივე ძლიერები იყვნენ, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული ინსტიტუტების სისტემას, რომელიც უშუალოდ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას.
სამსახურის საქმიანობის მიართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების უკანონო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებები.
უსაფრთხოების სამსახური შედგება 17 სტრუქტურული ერთეულისგან. ესენია: ადმინისტრაცია, გენერალური ინსპექცია, ეკონომიკური, საინფორმაციო-ანალიტიკური, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის, ოპერატიული ღონისძიებებისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები; იურიდიული, ობიექტების დაცვის, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფისა და კადრების მთავარი სამმართველოები; სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი.