https://sputnik-georgia.com/20250904/saqartvelos-kalatburtis-nakrebi-bosnias-daupirispirdeba-294779595.html
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გამართავს
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გამართავს
Sputnik საქართველო
გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობის პლეი-ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებს. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T13:29+0400
2025-09-04T13:29+0400
2025-09-04T13:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ae3330ed334625f6ca86d12673a45eb4.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გამართავს.გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობის პლეი-ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებს.საქართველოს ნაკრებს დღევანდელი შეხვედრის წაგების შემთხვევაშიც რჩება მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებიან. ასე რომ, დღეს ესპანეთიც ჩვენი ნაკრების გულშემატკივარია.მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.ოთხი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი მოგება და ორი წაგება.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. ქვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073918_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e91e1a8101517cdcfd71779f716aa39e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ მატჩს ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გამართავს
გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობის პლეი-ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებს.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას ბოსნია და ჰერცოგოვინასთან გამართავს.
გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობის პლეი-ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრებს დღევანდელი შეხვედრის წაგების შემთხვევაშიც რჩება მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებიან. ასე რომ, დღეს ესპანეთიც ჩვენი ნაკრების გულშემატკივარია.
მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.
ოთხი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი მოგება და ორი წაგება.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. ქვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.