საქართველოდან 49 ოქროს მონეტა და ძვირფასი ქვები უკანონოდ გაჰქონდათ

© Pixabay / timcgundertოქროს ძველებური მონეტები
ოქროს ძველებური მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 143 ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს მონეტებისა და ძვირფასი ქვების უკანონო გატანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, თბილისის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლისას მისი კუთვნილი ხელბარგი შეამოწმეს. მათ სამგზავრო ჩანთაში არადეკლარირებული 49 ოქროს მონეტა (საერთო წონა 477,97 გრამი) და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 143 ათას ლარს აღემატება.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0