https://sputnik-georgia.com/20250904/saqartvelo-bosniastan-damarcxda-294793271.html
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დამარცხდა
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T18:07+0400
2025-09-04T18:07+0400
2025-09-04T18:07+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_0:67:1200:742_1920x0_80_0_0_078782f59c8b1cdeff996e08087d1fc9.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა.მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი მაინც აქვს. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებიან.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. ქვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_61:0:1140:809_1920x0_80_0_0_15d7a77e373741a194c24204d4c74714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრობასკეტი 2025: საქართველოს ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „ევრობასკეტის" ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ანგარიშით 76:84 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში გასვლის შანსი მაინც აქვს. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე საქართველოს გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი „ევრობასკეტს" დაემშვიდობებიან.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. ქვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.