https://sputnik-georgia.com/20250904/sagareo-saqmeta-saministro-lisabonsi-tragedias-exmaureba-294792683.html
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
Sputnik საქართველო
ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T20:00+0400
2025-09-04T20:00+0400
2025-09-04T20:00+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
პორტუგალია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პორტუგალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. 3 სექტემბერს ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის „გლორიას" ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პორტუგალიას და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.პორტუგალიის ხელისუფლებამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა - გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.ფუნიკულიორი „გლორია” ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა. ის 1885 წელს გაიხსნა და ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა მისი ელექტრიფიკაცია. მისი მარშრუტის სიგრძეა 275 მეტრი და მის გავლას სამი წუთი სჭირდება.
პორტუგალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, პორტუგალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, პორტუგალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლისაბონის ფუნიკულიორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პორტუგალიაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
3 სექტემბერს ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლისაბონის „გლორიას" ფუნიკულიორის ტრაგიკული ავარიის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ პორტუგალიას და დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
პორტუგალიის ხელისუფლებამ 4 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა - გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.
ფუნიკულიორი „გლორია” ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა. ის 1885 წელს გაიხსნა და ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა მისი ელექტრიფიკაცია. მისი მარშრუტის სიგრძეა 275 მეტრი და მის გავლას სამი წუთი სჭირდება.