https://sputnik-georgia.com/20250904/parosanas-mier-simindis-mosavlis-dazianebis-riski-ar-arsebobs-294785523.html
სეს-ი: ფაროსანას მიერ სიმინდის მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს
სეს-ი: ფაროსანას მიერ სიმინდის მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T13:00+0400
2025-09-04T13:00+0400
2025-09-04T13:00+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_584668c99da3108c85a47047c7e254f8.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, ფერმერებს სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ი8ნფორმაციაში. უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პარალელურად, საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება. ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში, შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1a/280345192_109:0:1837:1296_1920x0_80_0_0_47c9c93e303507e2895c74adb6de802a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
სეს-ი: ფაროსანას მიერ სიმინდის მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს
მიმდინარე წელს ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად, ფერმერებს სიმინდის მოსავალი სრულად შეუნარჩუნდათ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ი8ნფორმაციაში.
უწყების ცნობით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ახორცილებს. აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პარალელურად, საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.
ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში სასიმინდე ფართობების აბსოლუტური უმრავლესობა დამუშავებულია, თუმცა, ღონისძიებები გრძელდება სასიმინდე კულტურების საგვიანო ჯიშის ნათესებში,
„უმეტეს ნათესებში მოსავლის აღება დაწყებულია და მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანების რისკი აღარ არსებობს. რაც შეეხება საგვიანო ჯიშის ნათესებს, ღონისძიებები ინტენსიურად და ინსექტიციდების ლოდინის პერიოდის სრული დაცვით მიმდინარეობს”, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
შეწამვლის სამუშაოები აქტიურად ტარდება აბაშის მუნიციპალიტეტის ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რვა ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით სიმინდის მასივები მთელი სოფლის პერიმეტრზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით დამუშავებულია: ცივი შესხურებით - 74 ათას ჰექტრამდე ტერიტორია (ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი, სოფლის პერიმეტრი, სიმინდის მასივი), თერმული ნისლით - 215 270 ჰექტარი ტერიტორია, განთავსებულია 7.474 „მონიტორინგის ხაფანგი” და 152.117 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.