https://sputnik-georgia.com/20250904/kobaxidze-o0pozicias-mimartavs-294789332.html
კობახიძე: ხელისუფლება მზადაა, აქციის სახედაკარგულ მონაწილეებს მკურნალობაში დაეხმაროს
კობახიძე: ხელისუფლება მზადაა, აქციის სახედაკარგულ მონაწილეებს მკურნალობაში დაეხმაროს
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ რადიკალი აქტივისტები ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგან დაიცვას... 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T17:39+0400
2025-09-04T17:39+0400
2025-09-04T17:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_bd2b6917108023686127bd99ea24f944.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების („ნაცი-ორკების“) მდგომარეობა, რომლებსაც სახე აქვთ დაკარგული, მძიმეა და მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებას შეუძლია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.ოთხშაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეები „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ. „მაინც მალე მოკვდები! კიბო გაქვს,“ - ამ შეძახილებით გააცილეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ტერიტორიიდან. მთავრობის მეთაურის თქმით, „ ნაცი-ორკების“ ქმედებები ნამდვილად ტრაგიკულია და ისინი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახეს წარმოადგენენ.„ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პრემიერმა.საპროტესტო აქციებისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/1c/293953480_75:0:1974:1424_1920x0_80_0_0_036709ada532de6afa64d160a0d04d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
კობახიძე: ხელისუფლება მზადაა, აქციის სახედაკარგულ მონაწილეებს მკურნალობაში დაეხმაროს
კობახიძის თქმით, ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ რადიკალი აქტივისტები ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგან დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების („ნაცი-ორკების“) მდგომარეობა, რომლებსაც სახე აქვთ დაკარგული, მძიმეა და მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებას შეუძლია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ოთხშაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეები „ქართული ოცნების“ წევრ ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ. „მაინც მალე მოკვდები! კიბო გაქვს,“ - ამ შეძახილებით გააცილეს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ტერიტორიიდან.
„გუშინ ვიხილეთ სახედაკარგული „ნაცი-ტიტუშკები“ და „ნაცი-ორკები“. ეს ადამიანები ისტერიკაში არიან, მათ საკუთარი სახე აქვთ დაკარგული. მათი მდგომარეობა ტრაგიკულია. ისინი ჩვეულებრივად არქიფო სეთური მრევლი არიან. ჩვენ მზად ვართ, ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, მათ შორის მკურნალობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ ნაცი-ორკების“ ქმედებები ნამდვილად ტრაგიკულია და ისინი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახეს წარმოადგენენ.
„ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.