საქართველოში Google-ის სერვისები, მათ შორის YouTube და Gmail, შეფერხებით მუშაობს

© AP Photo / Jeff Chiu Google-ის ოფისი
 Google-ის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2025
გამოწერა
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. დღეს დილიდან კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებში, მათ შორის, საქართველოში Google შეფერხებით მუშაობს, იუწყება ქართული მედია.
Google-ის სერვისები შეფერხებით მუშაობს ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საძიებო სისტემა Gmail-ით და Google-ის სხვა სერვისებით ვერ სარგებლობენ, ასევე გათიშულია ვიდეოპორტალი YouTube
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება.
Outage.Report-ის ინფორმაციით, გათიშვა არამხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს, საბერძნეთს, ბულგარეთს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს შეეხო. Google-ზე წვდომა შეზღუდულია გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც.
Google მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Gmail, YouTube, Google Maps, Google Talk, Google+, Chrome, მათ შორის Android-ის მობილური აპლიკაციების მაღაზიას Google Play-ს, აგრეთვე სარეკლამო პლატფორმებს Adwords-სა და Adsense-ს.
ყველა ახალი ამბავი
0