https://sputnik-georgia.com/20250904/avtobusis-mzgolebistvis-vakansia-gamocxadda-294786395.html
„თბილისის სტრანსპორტო კომპანიამ“ მძღოლებისთვის ვაკანსია გამოაცხადა
„თბილისის სტრანსპორტო კომპანიამ“ მძღოლებისთვის ვაკანსია გამოაცხადა
Sputnik საქართველო
დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია. 04.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-04T15:51+0400
2025-09-04T15:51+0400
2025-09-04T15:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121447_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_861a47b2d3e64fe51e1b62432a11e453.jpg
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.კალაძის თქმით, კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2. კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1e/290121447_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7e563119fb0a13e2493b085e220927c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
„თბილისის სტრანსპორტო კომპანიამ“ მძღოლებისთვის ვაკანსია გამოაცხადა
დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ ან „E“ კატეგორია.
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
კალაძის თქმით, კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „D“ კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში „E“ კატეგორია.
„ავტობუსების ახალი პარტია ძალიან მალე დაიწყებს მოძრობას თბილისის ქუჩებში. მძღოლის საშუალო გამომუშავებული ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსების სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3 600-დან 5 000 ლარის ფარგლებში (დარიცხული). დასაქმებული პირები ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. ისინი ასევე გაივლიან დამატებით გადამზადებას და პროფესიულ სწავლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადით (რეზიუმე, მოთხოვნილი დოკუმენტაცია) უნდა მიმართონ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მისამართზე: სადგურის მოედანი №2.
კახა კალაძემ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მძღოლების მხრიდან დაინტერესება იქნება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობაზები განლაგებულია ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, ე.წ. გლდანის ხიდებთან, დიდ დიღომში და სამგორის რაიონში.