https://sputnik-georgia.com/20250903/studentebis-dapinansebis-programa-grzeldeba-294763715.html
სტუდენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება: განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
სტუდენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება: განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
Sputnik საქართველო
სტუდენტებზე სწავლის დასაფინანსებლად თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T15:58+0400
2025-09-03T15:58+0400
2025-09-03T15:58+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/56/233935671_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_3659db7853d1c52c3a6a11946ef31868.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერიამ განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას. განცხადებების მიღება დაიწყო 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით. დაფინანსების მიღებას შეძლებენ: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150 ათასი ან ნაკლები. სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია. წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/56/233935671_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_e85e8a602a5cfc92af312bd8ff70f49e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
სტუდენტების დაფინანსების პროგრამა გრძელდება: განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
სტუდენტებზე სწავლის დასაფინანსებლად თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერიამ განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას.
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 19 ათას სოციალურად დაუცველ და 4 ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს უკვე გაეწია ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა კალაძემ.
განცხადებების მიღება დაიწყო 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 20 დეკემბრის ჩათვლით.
დაფინანსების მიღებას შეძლებენ:
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და თბილისში მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ჩარიცხულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.
დაფინანსების მსურველი ასევე უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, ხოლო ოჯახის მინიჭებული სარეიტინგო ქულა – 150 ათასი ან ნაკლები.
სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).
რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც მაქსიმუმ 1.125 ლარია.
წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტუდენტები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიიღებენ.