https://sputnik-georgia.com/20250903/sasamartlom-11-pirs-patimroba-sheuparda-294773519.html
სასამართლომ თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე 11 პირს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე 11 პირს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
აღნიშნული პირები დანაშაულს არ აღიარებენ და თავს „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T17:22+0400
2025-09-03T17:22+0400
2025-09-03T17:22+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს ორი წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.ბრალდებულთა შორისაა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე, ასევე ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი.დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა - 11-ვე პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. თავდაპირველად, აღნიშნულ პირებს ჯგუფურ ძალადობაში ედებოდა ბრალი - ამ მუხლით, ბრალდებულებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და თავს „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის თქმით, ის არ იცნობდა საქმის სხვა ფიგურანტებს და არ შეეძლო ჯგუფურ დანაშაულში მიეღო მონაწილეობა.ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს, იმ პერიოდში დააკავეს დანარჩენი 10 ბრალდებულიც.საპროტესტო აქციებისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
სასამართლომ თბილისში საპროტესტო აქციების მონაწილე 11 პირს პატიმრობა შეუფარდა
აღნიშნული პირები დანაშაულს არ აღიარებენ და თავს „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი დამნაშავედ ცნო და თითოეულს ორი წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდებულთა შორისაა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე, ასევე ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა - 11-ვე პირი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. თავდაპირველად, აღნიშნულ პირებს ჯგუფურ ძალადობაში ედებოდა ბრალი - ამ მუხლით, ბრალდებულებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და თავს „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის თქმით, ის არ იცნობდა საქმის სხვა ფიგურანტებს და არ შეეძლო ჯგუფურ დანაშაულში მიეღო მონაწილეობა.
ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს, იმ პერიოდში დააკავეს დანარჩენი 10 ბრალდებულიც.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.