საქართველოს ნაკრები თურქეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

© Courtesy of Nakrebiსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 სექტემბერს "დინამო არენაზე" თურქეთს უმასპინძლებს, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს დაუპირისპირდება.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება, „მიხეილ მესხი 2“-ზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“);
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), საბა ხვადაგიანი („მაკაბი“ ნეთანია, ისრაელი);
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი).
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
4 სექტემბერი, საქართველო - თურქეთი,
7 სექტემბერი, საქართველო - ბულგარეთი,
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0