https://sputnik-georgia.com/20250903/saparlamento-umravlsobis-lideri-irakli-kircxalia-gaxda-294767012.html
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა
Sputnik საქართველო
ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T15:37+0400
2025-09-03T15:37+0400
2025-09-03T17:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0e/290350613_0:280:1688:1230_1920x0_80_0_0_3f2e559512981453e72e0b73252311cf.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა, იუწყება „პირველი არხი“. კირცხალიამ მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელიც დღეს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაამტკიცა. ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს. ირაკლი კირცხალია 2023-2024 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". ასევე 2024 წლიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს, მას შემდეგ წარადგინა, რაც ყოფილმა უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა „ქართული ოცნების“ წევრ თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს, რომელმაც ყოფილი პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/0e/290350613_0:122:1688:1388_1920x0_80_0_0_9aebc8bd0b69d46a3582ee32d4b6cf93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა
15:37 03.09.2025 (განახლებულია: 17:09 03.09.2025) ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გახდა, იუწყება „პირველი არხი“.
კირცხალიამ მამუკა მდინარაძე შეცვალა, რომელიც დღეს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაამტკიცა.
„ცნობად ვიღებთ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალიას არჩევას. ვულოცავთ მას. დიდი პასუხისმგებლობაა და წარმატებას ვუსურვებთ. წლების განმავლობაში მამუკა მდინარაძის წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მნიშვნელოვანია, ამავე ტემპით გავაგრძელოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.
ირაკლი კირცხალია 2023-2024 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". ასევე 2024 წლიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო". არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს, მას შემდეგ წარადგინა, რაც ყოფილმა უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა „ქართული ოცნების“ წევრ თორნიკე ფაღავას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნეს, რომელმაც ყოფილი პარლამენტარი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა.