https://sputnik-georgia.com/20250903/putini-ukrainis-konfliqtis-daregulirebaze-294776850.html
„სინათლე გვირაბის ბოლოს“: პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე
„სინათლე გვირაბის ბოლოს“: პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე
Sputnik საქართველო
Путин также заявил, что никогда не исключал возможность встречи с Владимиром Зеленским 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T19:52+0400
2025-09-03T19:52+0400
2025-09-03T20:22+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/02/294753481_0:159:2843:1758_1920x0_80_0_0_746621e53b330b4249ed1abcb2e6f64a.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გვირაბის ბოლოს სინათლეა - ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ხედავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობებს, არა მხოლოდ მოწოდებებს, არამედ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის გულწრფელ სურვილს.პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას. „თუ ზელენსკი მზადაა, ჩამოვიდეს მოსკოვში, ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზელენსკისთან შეხვედრა მისი ამჟამინდელი სტატუსით „გზაა არსაით“, რადგან მისი, როგორც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ვერცერთი მიმართულებით ვერ ახერხებენ შეტევის განხორციელებას. თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდნენ.გარდა ამისა, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ტერიტორიული საკითხების მოგვარება რეფერენდუმის დროს შეიძლება, მაგრამ მის ჩასატარებლად საომარი მდგომარეობა უნდა მოიხსნას.„მათ (უკრაინის ხელისუფლებამ - Sputnik-ი) პირველ რიგში რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რამდენადაც მახსოვს, მხოლოდ რეფერენდუმით წყდება“, - განაცხადა პუტინმა პეკინში.რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს, ანკორიჯში (ალასკა, აშშ) მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა, რომელიც ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.კრემლმა ალასკაში სახელმწიფო მეთაურებს შორის გამართულ შეხვედრას „აუცილებელი, დროული და კონსტრუქციული“ უწოდა, თუმცა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის საუბრის ყველა დეტალი არ გაამჟღავნა.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/02/294753481_145:0:2700:1916_1920x0_80_0_0_0e0077de3ef8a02f6a17a2487ff43602.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ახალი ამბები
„სინათლე გვირაბის ბოლოს“: პუტინი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე
19:52 03.09.2025 (განახლებულია: 20:22 03.09.2025) Путин также заявил, что никогда не исключал возможность встречи с Владимиром Зеленским
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გვირაბის ბოლოს სინათლეა - ასე გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ხედავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობებს, არა მხოლოდ მოწოდებებს, არამედ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის გულწრფელ სურვილს.
„მეჩვენება, რომ გვირაბის ბოლოს გარკვეული სინათლე ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა პუტინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტის შეჯამებისას.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობას. „თუ ზელენსკი მზადაა, ჩამოვიდეს მოსკოვში, ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზელენსკისთან შეხვედრა მისი ამჟამინდელი სტატუსით „გზაა არსაით“, რადგან მისი, როგორც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.
რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ვერცერთი მიმართულებით ვერ ახერხებენ შეტევის განხორციელებას. თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდნენ.
„თუ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება შეუძლებელია, რუსეთს მოუწევს დასახული ამოცანების შეიარაღებული გზით გადაჭრა“, - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ტერიტორიული საკითხების მოგვარება რეფერენდუმის დროს შეიძლება, მაგრამ მის ჩასატარებლად საომარი მდგომარეობა უნდა მოიხსნას.
„მათ (უკრაინის ხელისუფლებამ - Sputnik-ი) პირველ რიგში რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რამდენადაც მახსოვს, მხოლოდ რეფერენდუმით წყდება“, - განაცხადა პუტინმა პეკინში.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს, ანკორიჯში (ალასკა, აშშ) მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგა, რომელიც ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდა.
კრემლმა ალასკაში სახელმწიფო მეთაურებს შორის გამართულ შეხვედრას „აუცილებელი, დროული და კონსტრუქციული“ უწოდა, თუმცა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის საუბრის ყველა დეტალი არ გაამჟღავნა.