https://sputnik-georgia.com/20250903/parlamenti-dges-susis-axal-xelmzgvanels-airchevs-294760540.html
პარლამენტი დღეს სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს
პარლამენტი დღეს სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T10:28+0400
2025-09-03T10:28+0400
2025-09-03T10:28+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს წარადგინა.სუს-ის უფროსის პოსტზე მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას სესიის დაწყებამდე გამართავს.მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მდინარაძე ახალ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია 2 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღო.ოხანაშვილი უწყების ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა, ოხანაშვილმა აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს აირჩევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის კანდიდატურა 23 აგვისტოს წარადგინა.
სუს-ის უფროსის პოსტზე მდინარაძის წარდგენის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტში უკვე შევიდა. საკითხი განსახილველად თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს გადაეცა, რომელიც სხდომას სესიის დაწყებამდე გამართავს.
მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ ხედვას გააცნობს, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ ხელმძღვანელს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. სუსის ხელმძღვანელი ექვსი წლის ვადით აირჩევა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მდინარაძე ახალ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.
„დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო სტაბილურადაა, თუ მსოფლიო დონის გამოწვევები საქართველოს ნაკლებად შეეხო, ეს არის დიდი პროფესიონალური გუნდის დამსახურება. მამუკა მდინარაძეს ასეთ გუნდის მართვის კარგი გამოცდილება აქვს. იგი კარგი, ოპერატიული თანამშრომელი იყო ყოველთვის. მამუკა არის ადამიანი, რომელსაც მაღალი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, სფეროსაც კარგად იცნობს. მამუკა სადაც იყო, ყველგან თავი გამოიჩინა, იყო პრინციპული", - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომის და შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია 2 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღო.
ოხანაშვილი უწყების ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა, ოხანაშვილმა აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.