https://sputnik-georgia.com/20250903/miqautadze-viliarealshi-gadavida-294766267.html
მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია
მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია
Sputnik საქართველო
„ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T18:42+0400
2025-09-03T18:42+0400
2025-09-03T18:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/03/294761327_0:267:760:695_1920x0_80_0_0_2f016506a72b2534cb16c00697f6d161.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 24 წლის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფრანგული „ლიონიდან" „ვილიარეალში“ ტრანსფერი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა, იუწყება Eagle Football Group.ფრანგული კლუბ „ლიონის“ მმართველმა კომპანია Eagle Football Group-მა გარიგების დეტალები გაამხილა. „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.ავტორიტეტული გერმანული პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა.„ვილიარეალი“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, კლუბმა კი მანამდე მოიგო ევროპა ლიგა (2020/21) და ორჯერ ინტერტოტოს თასი (2003, 2004).მიქაუტაძე „ლიონის" შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე თავდამსხმელი ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულში შევიდა - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/03/294761327_0:196:760:766_1920x0_80_0_0_03b47506b65298c594b6280deadeb176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მიქაუტაძის „ვილიარეალში“ ტრანსფერი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია
„ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 24 წლის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ფრანგული „ლიონიდან" „ვილიარეალში“ ტრანსფერი ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა, იუწყება Eagle Football Group.
ფრანგული კლუბ „ლიონის“ მმართველმა კომპანია Eagle Football Group-მა გარიგების დეტალები გაამხილა. „ვილიარეალმა“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 36 მილიონი ევრო გადაიხადა, მათ შორის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. გარდა ამისა, „ლიონი“ ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.
ავტორიტეტული გერმანული პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 22 მილიონი ევროა.
„ვილიარეალი“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, კლუბმა კი მანამდე მოიგო ევროპა ლიგა (2020/21) და ორჯერ ინტერტოტოს თასი (2003, 2004).
მიქაუტაძე „ლიონის" შემადგენლობაში 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე თავდამსხმელი ფრანგულ „მეცში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მიქაუტაძემ „ლიონის" მაისურით ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიქაუტაძე „ევრო 2024"-ის საუკეთესო ბომბარდირების ექვსეულში შევიდა - მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა.