https://sputnik-georgia.com/20250903/mdinaradze-zlier-saxelmwipos-zlieri-specsamsaxurebis-chirdeba-294765777.html
სუს-ის უფროსი: ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი სპეცსამსახურები სჭირდება
სუს-ის უფროსი: ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი სპეცსამსახურები სჭირდება
Sputnik საქართველო
მდინარაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ განაცხადი გააკეთა იყოს წარმატებული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T17:00+0400
2025-09-03T17:00+0400
2025-09-03T17:00+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_e86c9c8affcb7cfd9bd81604b1d956ca.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტი იქმება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უწყების გაძლიერება.3 სექტემბერს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ განაცხადი გააკეთა იყოს წარმატებული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეფექტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევაც კი შეუძლებელია, დასძინა სუს-ის ახალმა უფროსმა.„მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ განვაცხადეთ, ჩემს ამოცანად მივიჩნევ, ჩემს გუნდთან ერთად, ქვეყანა უზრუნველვყო ისეთი უსაფრთხოების სამსახურით, რომელიც მის ამბიციებს შეესაბამება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული ინსტიტუტების სისტემას, რომელიც უშუალოდ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას.სამსახურის საქმიანობის მიართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების უკანონო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291590134_81:0:1220:854_1920x0_80_0_0_033f92790d7bc0a26cd9795a8caaae8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
სუს-ის უფროსი: ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი სპეცსამსახურები სჭირდება
მდინარაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველომ განაცხადი გააკეთა იყოს წარმატებული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტი იქმება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უწყების გაძლიერება.
3 სექტემბერს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძემ ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.
„ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი სპეცსამსახურები სჭირდება - ეს ბუნებრივია. ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე სწორი პასუხი“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ განაცხადი გააკეთა იყოს წარმატებული, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეფექტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევაც კი შეუძლებელია, დასძინა სუს-ის ახალმა უფროსმა.
„მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე მკაფიოდ განვაცხადეთ, ჩემს ამოცანად მივიჩნევ, ჩემს გუნდთან ერთად, ქვეყანა უზრუნველვყო ისეთი უსაფრთხოების სამსახურით, რომელიც მის ამბიციებს შეესაბამება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტის ბაზაზე 2015 წელს ჩამოყალიბდა, წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული ინსტიტუტების სისტემას, რომელიც უშუალოდ ემორჩილება საქართველოს მთავრობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას.
სამსახურის საქმიანობის მიართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების უკანონო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებები.