https://sputnik-georgia.com/20250903/jikichi-bosniastan-sakalatburto-omi-gvelis-294760328.html
ჯიკიჩი: ბოსნია და ჰერცეგოვინასთან საკალათბურთო ომი გველის
ჯიკიჩი: ბოსნია და ჰერცეგოვინასთან საკალათბურთო ომი გველის
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ბოსნია და ჰერცოგოვინასთან მოგება სჭირდება - შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T14:08+0400
2025-09-03T14:08+0400
2025-09-03T14:08+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073960_0:50:960:590_1920x0_80_0_0_5d2358c25a07d41b865ec7dd9798f17f.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ძალიან მძიმე თამაში გველის, განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის გუნდი ანგარიშით 93:61 დაამარცხა და „ევრობასკეტის" პლეი-ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ მატჩში ბოსნია და ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება - შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება. ოთხი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი მოგება და ორი წაგება.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073960_54:0:907:640_1920x0_80_0_0_c6adc4451dcec2487c47a715588c0cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯიკიჩი: ბოსნია და ჰერცეგოვინასთან საკალათბურთო ომი გველის
საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ბოსნია და ჰერცოგოვინასთან მოგება სჭირდება - შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ძალიან მძიმე თამაში გველის, განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის გუნდი ანგარიშით 93:61 დაამარცხა და „ევრობასკეტის" პლეი-ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
„კვიპროსს მებრძოლი გუნდი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან. ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს. კარგად ვისროლეთ სამქულიანები. როდესაც პერიმეტრიდან ბევრ ქულას აგროვებ, თამაში კიდევ უფრო იოლდება, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, რადგან მაღალი შემადგენლობა გვყავს", - განაცხადა ჯიკიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ მატჩში ბოსნია და ჰერცოგოვინას დაუპირისპირდება - შეხვედრა 4 სექტემბერს გაიმართება. ოთხი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი მოგება და ორი წაგება.
„ბოსნიას მაღალი დონის წინახაზელები ჰყავს. ასე რომ, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა, „ძაღლების ბრძოლას“ ველით. ბოსნიელები გამოვლენ ყველაფრით, რაც გააჩნიათ, ჩვენც გავიღებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ძალიან მძიმე თამაშს ველით. ეს იქნება საკალათბურთო ომი", - განაცხადა ჯიკიჩმა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.