გაეროს გენასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში
გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2025
გამოწერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია 9 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიხსნება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე საქართველოს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე - ქართულად მიმართავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს თავად ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა. იმ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელთანაც „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
„ვფიქრობ, უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს. მათ შორის ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, საარჩევნო კამპანიის პირობებში მისთვის რთული იქნება გაეროს გენასამბლეაზე წასვლა, რადაგან მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს თავად ხელმძღვანელობს და უშუალოდაა ჩართული საარჩევნო პროცესში.
„აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ-იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა კობახიძემ.
გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია 9 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიხსნება.
ყველა ახალი ამბავი
0